თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სებ–მა ლარის გამყარების პროცესი არ უნდა შეაფერხოს".
„განვითარებულ სამყაროში ეკონომიკის სიჯანსაღე მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს, თუმცა საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა, ეკონომიკა იზრდება მოსახლეობის 10%–ის მფლობელობაში არსებული ბიზნესების ხარჯზე. უთანასწორობის მსგავს სიტუაციაში, სავალუტო რყევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების მსყიდველობით უნარზე, შესაბამისად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის გამყარება უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ზიანის მომტანი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: afba.ge