თბილისი. ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან იქმნება მუნიციპალურ მოხელეთა სწავლების სასწავლო პროგრამების ელექტრონულ ბაზა.
„თვითმმართველ ერთეულებს თავის მხრივ ექნებათ შესაძლებლობა ამ რეესტრში მოიძიონ ხარისხიანი სასწავლო პროგრამები თავიანთი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სასწავლო პროგრამა დარეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი შესაბამისობა სპეციალურ სტანდარტებთან. სპეციალურ სტანდარტებთან პროგრამის შემოწმებას განახორციელებენ ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში