იმერეთი. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა, პოლიტიკაში ქალების გააქტიურების მიზნით, პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.
„პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრები პროექტის ,,აირჩიე თანასწორობა" ფარგლებში იმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ისა და საარჩევნო სისტემების განვითარების ფონდის IFES -ის მხარდაჭერით ახორციელებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში