en
ge

გამჭვირვალობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება".
„ზოგადად, კანონმდებლობით უნივერსიტეტის ხელმძღვანელის (რექტორის) უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის მიზანია, გამოირიცხოს განუსაზღვრელი ვადით ერთი და იმავე პირის მიერ უნივერსიტეტის მართვა, უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობა, ისევე როგორც აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში. კანონის აღნიშნული მიზანი უცველელი რჩება მიუხედავად უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილებისა. შესაბამისად, არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილებით გამართლება ეწინააღმდეგება „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის მიზნებს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)