en
ge

ტრენინგი ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთი. 21-22 აპრილს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა" ფარგლებში გეგმავს ვიზიტს ახალციხის მუნიციპალიტეტში.
„ვიზიტის მიზანია ორ დღიანი ტრენინგის ჩატარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობისათვის. ტრენინგის თემატიკა შეირჩა რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხების მიხედვით და შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, საკუთრების უფლება გენდერული თანასწორობის ჭრილში, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება. ტრენინგის ფარგლებში მოხდება ბენეფიციარების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, თუ როგორ ისარგებლონ ამ უფლებებით და როგორ მოიქცნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023