თბილისი. 20 აპრილს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესრულებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge