22 აპრილს, 11:30 საათზე, „თიბისი” ბანკის სათაო ოფისში გაიმართება ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც „თიბისი” ბანკის ინიციატივით ჩატარდა და კვლევითი ორგანიზაციების: ISET-ისა და TNS-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პრეზენტაციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების კოალიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები.
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა, მე-4 სართული.