22 აპრილს, 12:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. აქცია-პროექტში 70-მდე 3-4 წლის ასაკის ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკო ხედვა”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სოლიდარობის ფონდის და "მომავლის სოფელის" წარმომადგენლები. ბავშვები მშობლებთან და სტუმრებთან ერთად დაასუფთავებენ ბაღის პავილიონს და ეზოში დარგავენ ნერგებს.
მისამართი: თბილისი, ვერა, შანიძის ქ. 28