თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სულხან წულაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს.
„საიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტებს. ამასთან, განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არ არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციის ერთობლიობით", ანთქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge