კახეთი. 20 აპრილს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან პაციენტის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები პროექტის „პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი ხაზის" ფარგლებში „საქართველოს ბიოეთიკის ასოციაციამ" ჩაატარა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია რა უნდა იცოდეს მოქალაქემ პაციენტის უფლებების შესახებ; რა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის უფლებების არცოდნამ; როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, თუკი მისი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა; რა მექანიზმები არსებობს უფლებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისთვის და ა.შ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge