თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან.
„მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი. ამასთან, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას. საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში, ასევე დასადგენია რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი/ზემდგომი პირების მხრიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge