სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" პროექტის „ინფორმირებული მომხმარებელი - გზა ევროპისკენ" ფარგლებში, სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის მიერ ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ვორქშოპი ჩაუტარდათ.
„მოსწავლეებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს საქმიანობა, კვების ობიექტებზე პროდუქციის შეძენა-შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები და ჰიგიენის ნორმების დადგენილი წესები გააცნეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში