თბილისი. 22 აპრილს, ომბუდსმენის არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები, განიხილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფოს პირველადი ანგარიში; იმსჯელა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გამოყენების გეგმასა და საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე სხვა ალტერნატიული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობაზე", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge