en
ge

„მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტები“

აჭარა. 23 აპრილს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში NIMD-ს მიერ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტი საზოგადოებამ გამოფენის სახით გაიცნო. 7 მოყვარული ფოტოგრაფის ობიექტივში 20 პერსონაჟის 36 ფოტო მოხვდა. პროექტი - „მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტები" - გულისხმობდა მაღალმთიან აჭარაში რელიგიური და გენდერული კუთხით არსებულ საკითხების ფოტო კოლაჟის სახით წარმოჩენას. გამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მომხსენებელმა იდა ბახტურიძემ, ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებ ისაუბრა, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში არსებული მდგომარება აღწერა და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გარკვეული შედარებები გააკეთა. აღნიშნული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სამი დღე დარჩება, დაინტერესებულ პირებს კი საშუალებას აძლევს მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები დაათვალიეროს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)