თბილისი. 24 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „ტოლერანტობის ფენომენი და მისი დრამატული ისტორია ევროპის და საქართველოს მაგალითებზე”. შეხვედრაზე ფილოლოგმა, ლევან გიგინეიშვილმა, ტოლერანტობის ფენომენი, როგორც თანამედროვე, ისე ისტორიულ ჭრილში განიხილა. დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება „გაზეთ ბათუმელებში”, სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” facebook გვერდზე და youtube-ის არხზე (batumiijh), აგრეთვე ვებგვერდზე www.presscafe.ge. შეხვედრა მომზადდა პროექტის „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” (IJH), დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.