en
ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #4 ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. „ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მისი საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:
საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი: მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით; საბჭოში აღარ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში; მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა; არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)