თბილისი. ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჩაატარა ტრენინგი - „მოლაპარაკებები და დამარწმუნებელი კომუნიკაცია მრავალფეროვან გარემოში".
„ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მრავალფეროვან გარემოში მიმდინარე მოლაპარაკების განსხვავებული სახეებს და კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის თავისებურებებს. ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იყო მოლაპარაკების სტრატეგიები, პარტნიორზე ორიენტირებული კომუნიკაციის არსი და უპირატესობები, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის და მოლაპარაკებებისას დარწმუნების ფაქტორები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში