თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: „შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობა".
„მივიჩნევთ, რომ სრული მანდატის მქონე ინსპექციის შექმნაზე სოციალური პარტნიორების მიერ კონსესუსის მიღწევამდე, დასაქმებულთა მასიური დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაუყოვნებლივი პრევენციისათვის, აუცილებელია დღის წესრიგში დადგეს ინსპექტირების არსებული მექანიზმის გადახედვის საკითხი და გამონაკლისის სახით, პირველი ეტაპისათვის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ განესაზღვროს დაუბრკოლებელი და პირდაპირი ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საწარმოებში, რომელსაც ამასთან ექნება უფლებამოსილება მოახდინოს სათანადო და ეფექტური რეაგირება შრომის პირობებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების ფაქტებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge