თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა ს.ს. „პროკრედიტ ბანკთან" გახმაურებულ სამოქალაქო დავაზე, პრეცედენტი შექმნა.
„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ბანკიდან, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის ნიშნით გათავისუფლებულის საქმეზე. პირველად, საქართველოს ისტორიაში, შრომითი დავების პრაქტიკასა და საბანკო სფეროდან გათავისუფლების საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ქალბატონის ბანკიდან დათხოვნის სამი საბაბიდან - ერთ-ერთი რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება იყო. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ კლიენტის მიმართ სიტყვები: „ღმერთმა დაგლოცოს", არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ფამილარულ დამოკიდებულებად შეფასდეს და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge