თბილისი. ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრძელდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებები.
„გალის რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სწავლება ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა, 1-4 კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამ ცვლილების გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა მშობლიურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ბავშვები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხი", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge