თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ფონდის „მომლოცველი Piligrim" წარმომადგენლებს შეხვდა.
„შეხვედრის მიზანი გახლდათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისათვის ფონდის „მომლოცველი Piligrim" პროექტის იდეის - „საზაფხულო ევროპული ბანაკი" გაცნობა, რომელიც ითვალისწინებს ქართველი ახალგაზრდებისთვის იმ ევროპული ღირებულებების უფრო ხელშესახებად გაცნობას, რომლებიც ქრისტიანული (სახარებიესული) წიაღიდან არის ჩამოყალიბებული,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში