თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილ ერთ–ერთ საკითხს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და გენდერული მეინსტრიმინგის გამოწვევების განხილვა წარმოადგენს.
„შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ რიგი სამინისტროების, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, დასაქმებულთა გენდერული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ გროვდება, მით უფრო, არ ხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და გამოქვეყნება. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge