შიდა ქართლი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ „უცნობი" საბჭოთა წარსულის ფარგლებში მეოთხე ლექცია „საბჭოთა ქალი" გაიმართა.
„თემაზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ისაუბრა. ლექციის შემდეგ ქალის როლის შესახებ დისკუსია და თემის შეჯამება მოეწყო. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში