თბილისი. 4 მაისს, განათლების სამინისტროში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლებისა მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან.
„შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმართებოდა, სადაც საბჭოს წევრებს საშუალება მიეცემოდათ ამომწურავი პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო თემებზე სამინისტროს წარმომადგენლებისგან", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge