თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „საქართველო 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში".
„2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 178 ქვეყანას შორის საქართველო 23-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების უმეტესობას.
მიუხედავად ზოგადი დადებითი მაჩვენებლისა, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება ფინანსური სექტორის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კონკრეტულად კი საკუთრების უფლების დაუცველობა, სასამართლო დამოუკიდებლობა და კორუფციის მაღალი დონე", ნათქვამია ორგანზიაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge