თბილისი. 10 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2011-2015 წლებში ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
„ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; ასევე უნდა განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge