თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები".
„საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები. დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯილდოები და ორდენები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge