en
ge

ინფორმაციის თავისუფლება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ომბუდსმენის აპრილის თვის ანგარიშში ასახულ ინფორმაციის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.
„სახალხო დამცველის ანგარიში ხაზს უსვამს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის დროული მიღების მნიშვნელობას. ამ კანონმა უნდა აღმოფხვრას დღეს არსებული ყველა ის ძირითადი პრობლემა, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფომრაციის გაცემას შორის არსებული დისბალანსი; გადაწყვეტილების მიღებისას არსებული საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობა; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმის არარსებობა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის უკანონოდ თქმისთვის სანქციების დაკისრების შეუძლებლობა.
ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაზე", რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე უნდა წარდგენილიყო. იგი ამ დრომდე არ არის წარდგენილი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)