თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრისთვის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა იზიარებს ევროპის საბჭოს კონვენციის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" მე-40 მუხლის სულისკვეთებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და აკრძალვისათვის. აღსანიშნავია, რომ კონვენციის რატიფიცირება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
და ბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისათვის", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge