თბილისი. ეს შენ გეხება პროკურატურას მიმართავს.
„მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების პროცესის და მიღწეული შედეგის შესახებ.
პროცესის სანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა გააგრძელონ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით", ნატქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში