en
ge

გამჭვირვალობა: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხელმძღვანელის გარეშე“

იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხელმძღვანელის გარეშე". ბლოგი ბაღდათში არსებულ ვითარებას ეხება. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციის „2016 წლის 25 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავა. ...ამ ეტაპისათვის ირაკლი გეგეშიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, აღნიშნული გარემოება კი მისთვის გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის საფუძველია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში, გამგებლის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე ასრულებს, თუმცა... ირაკლი გეგეშიძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი ერთადერთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა... შედეგად ამ ეტაპისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტს არც გამგებელი ჰყავს და არც ის თანამდებობის პირი, რომელსაც შესაძლოა, გამგებლის უფლებამოსილებების შესრულება დაეკისროს. ..", ნათქვამია ბლოგში.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი სამართლებრივი ხარვეზის რეგულირების წესს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რათა თავიდან იქნას აცილებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი შტოს საქმიანობის შეფერხება".
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)