en
ge

გამჭვირვალობა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის შესახებ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი აზიანებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს."
„გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, რეფორმების განხორციელების საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები არ ქმნიდეს განცდას, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე ერთგვარ ნეგატიურ რეაქციას წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)