en
ge

სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია

აჭარა. 11 მაისს, ბათუმის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამჯერად, ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას პროექტი - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" - გააცნო. პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება. არსებული სოც. საწარმოების გამართულად ფუნქციონირებისთვის, დამწყებთა მოტივაციისა და ზოგადად ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო სტრუქტურებთან და ბიზნეს სექტორთან, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ სოციალური საწარმოსთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსება. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგრანტო კონკურსის გამოცხადება, კონკურსის შესახებ კი ინფორმაცია მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)