თბილისი. 13 მაისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გაიმართა თანატოლგანმანათლებელთა სამუშაო შეხვედრა და სემინარი.
„შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ტექნიკების შესახებ, ასევე შეემუშავებინათ სილაბუსი, რომლის მიხედვითაც თანატოლგანმანათლებლები ჩაატარებენ ტრენინგებს.
შეხვედრა ორგანიზებული იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში