თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ე.წ კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
„საიას მიაჩნდა და მიაჩნდა, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება.
უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) შემადგენლობა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge