en
ge

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

აჭარა. 15 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენება გააკეთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ლევან ბერძენიშვილმა და ლევან გიგინეიშვილმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ. ღონისძიება ჩატარდა თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი - „R N C D-ს" პროექტის - „უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის რეგიონული განვითარებისათვის" ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აჭარის მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებისთვის უმაღლესი განათლების წახალისება და პროფესიული არჩევანის უკეთესი პრაქტიკის დანერგვა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)