თბილისი. 16 მაისს, ომბუდსმენმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსია წარუდგინა.
„საპარლამენტო ანგარიშში შესული 34 თავი მოიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge