en
ge

ტრენინგი სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებისთვის

აჭარა. 15 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტის" ტრენინგ ცენტრში საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობაზე ორდღიანი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგი სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებისთვის ჩატარდა. ტრენინგ-პროგრამა მოიცავდა: ბიზნესის დაგეგმვას, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის გაძლიერების მეთოდებს, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპებს, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობას, დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობებს, გაყიდვების დაგეგმვას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ბიზნეს-გეგმის მომზადებას, დაფინანსების მოძიებას და მართვას. ტრენინგი „დემოკრატიის ინსტიტუტის" ტრენერმა პაატა აროშიძემ სურდო თარჯიმანის დახმარებით ჩაატარა. მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგის მონაწილეებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და საოჯახო ბიზნესის გაძლიერება. ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)