17 მაისს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მონაწილეობით, სასტუმრო „ამბასადორში”, მედია–ფორუმს გამართავს, თემაზე: ლისის ტბის წართმევის საქმე, სასამართლოში მიმდინარე დავის დეტალები და ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის” პროცესში მესამე პირად ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობა.
მისამართი: თბილისი, იოანე შავთელის შესახვევი.