ფონდმა საგზაო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის „პრინც მაიკლის სახელობის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სამეფო ჯილდო" მიიღო. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ფონდმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორსა და მედიასთან.
ფონდმა დიდი წვლილი შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და საქართველოს მოსახლეობის კულტურის ამაღლებაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით. როგორც EASST-ის პარტნიორი, ფონდი რეგულარულად უზიარებდა ფონდის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ მასალებსა და გამოცდილებას EASST-ის პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა ყირგიზეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი.