თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებით ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
„კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფოს: „უზრუნველყოს ლგბტი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალური სარგებლობა და მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულებების განუხრელი შესრულება;
უზრუნველყოს 2013 წლის 17 მაისს შეკრების დროს და მასთან კავშირში ძალადობრივი კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეების მხრიდან შეკრების ხელშეშლისა და სხვა ძალადობრივი ინციდენტების დროული გამოძიება და კონკრეტული პირებისთვის ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება...," ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge