შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკსა" და გორის მუნიციპალიტეტს
შორის, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში მემორანდუმი
გაფორმდა. ბილიკის წარმომადგენლის თქმით აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს შიდა
ქართლში ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცოდნის ამაღლებას, მათ გააქტიურებას და დემოკრატიული
საზოგადოების მშენებლობის პროცესში მონაწილეობას.
შეხვედრას
ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პრესსამსახურის, ადგილობრივის მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის პარტნიორის სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.