en
ge

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის

თბილისი. „კავკასიური სახლი" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო იწვევს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენს მწვანე პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორც პროგრესული და მდგრადი განვითარების წინაპირობა.
„სამწუხაროდ საქართველოში, ნეოლიბერალური პოლიტიკის გაბატონებასთან ერთად, სულ უფრო უგულვებელყოფილი ხდება მდგრადი განვითარების საკითხები. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა ეკონომიკური ზრდის ფეტიშიზაცია, რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო უთანასწორობის მხრივ ლიდერობს რეგიონში. სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტები, სწორედ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას იყენებენ ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს გარემოსთვის. ამ პრობლემებიდან გამომდინარე კონფერენციის მიზანია წაახალისოს დისკუსია ახალგაზრდებში რიგ საკითხებზე...," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)