en
ge

„სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - მონიტორინგის შედეგები“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - მონიტორინგის შედეგები" .
„მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.," ნათქვამია ორგანიზაციის კვლევის შედეგების ანალიზში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)