თბილისი. „ჯანმრთელობის კვლევის კავშირმა" ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით წარმოადგინა კვლევის ანგარიში. კვლევა აფასებს თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული მომსახურების ეფექტურობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის.
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სათემო მომსახურების მიმღები პაციენტები მეტად გამოთქვამენ კმაყოფილებას და უფრო იშვიათად და ხანმოკლე ვადით ხვდებიან საავადმყოფოში. ეს ადასტურებს, რომ სათემო მომსახურება ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კვლევის ანგარიში განსაკუთრებით საინტერესოა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის დაგეგმვასა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge