23 მაისს, 18:00 საათზე, „თბილისი მარიოტი” კავშირის „21 საუკუნე”, მიერ გამოცმეული წიგნის „მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვლენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13