თბილისი. 20 მაისს, პრეს კონფერენციაზე, მონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადეს იანოშ ჰერმანმა - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, და შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
„ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის ჩატარებას საქართველოში. 2016 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.media.ge