თბილისი. 22 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.
„ხმის მიცემის პროცესში ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ოთხი შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და ერთი საჩივარი საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსებასთან დაკავშირებით, რომლითაც კომისიის თავმჯომარისა და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვეს. დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ ზეპირ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს. დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge