en
ge

22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების დღის შეფასება

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრის მონიტორინგს ახორციელებდა.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს უბნების მიმდებარედ მობილიზებული აქტივისტებისა და აგრესიული ჯგუფების მხრიდან.
არჩევნების დღემ ცხადყო, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ პოლიტიკური პარტიების მიერ ჯგუფების მობილიზება იწვევს ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ხოლო, მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური რეაგირება შეიცავს ძალადობის წახალისების რისკებს და ამასთანავე, საფრთხეს უქმნის სტაბილურ საარჩევნო გარემოს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)