en
ge

გამჭვირვალობა: მნიშვნელოვანი ინსტიტუტისადმი ნდობა საქართველოში 2016 წელს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას.
„წინა წლების მსგავსად, 2016 წელს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს. შემდეგ მოდიან ექიმები, პრეზიდენტი, პოლიცია და პრემიერმინისტრი. 2015 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პრემიერმინისტრის ნდობის მაჩვენებელი (რესპონდენტები, რომლებიც სრულად ენდობიან, ან უფრო ენდობიან, ვიდრე არა)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023